თერჯოლის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში,ზღვის დონიდან 110-400მ.-ზე მდებარეობს. მისი ფართობი 356,24 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. (მ.შ. სახნავ-სათესი 21 503 ჰა, მრავალწლიანი ნარგავები 4571 ჰა, ტყის მასივი 10 000 ჰა, საძოვრები 8726ჰა.)
თერჯოლაში სუბტროპიკული ნოტიო ჰავაა, რის გამოც ზამთარი ზომიერად ცივი, ხოლო ზაფხული ცხელია.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ქვეყნის მთავარი ავტომაგისტრალი. თერჯოლის მუნიციპალიტეტი დედაქალაქიდან 200კმ.-ს დაშორებით მდებარეობს. ყველაზე ახლომდებარე რკინიგზის სადგური ზესტაფონია, რომელიც მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 18კმ.-ის დაშორებით მდებარეობს. უახლოესი აეროპორტი კოპიტნარია. ქალაქ თერჯოლიდა აღნიშნულ აეროპორტამდე მანძილი 45 კმ.-ს შეადგენს. თერჯოლიდან 110 კმ.-ის დაშრებით კი ფოთის საზღვაო პორტი მდებარეობს. მუნიციპალიტეტში 45 567 ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობის აბსულუტურ უმრავლესობას ეთნიკური ქართველები შეადგენენ.
თერჯოლას დასავლეთით ესაზღვრება ქ. ქუთაისი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ზესტაფონის, ჩრდილოეთით ტყიბულის, ჩრდილო-აღმოსავლეთით ჭიათურის, ხოლო სამხრეთით - ბაღდათის მუნიციპალიტეტები.
No comments:
Post a Comment