Sunday, November 10, 2013

ფლორა, ფაუნა და შიგა წყლები

 თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ფლორის მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მცენარეული საფარი თერჯოლაში კოლხური ტიპისაა. ტყეები სემორჩენილია უმტავრესად ოკრიბა-არგვეთის ქედზე. უტყო და დაუმუშავებელი ადგილები არგვეთის ქედის კალთებზე უკავია მდელოს, რომელიც სათიბ-საძოვრადაა გამოყენებული. აქ ვხვდებით მცენარეთა იმ სახეობებს, რომლებიც ტერჯოლაში არსებული კლიმატური პირობების მსგავს გარემოში იზრდებიან: მუხას, წიფელს, ცაცხვს, კავასიურ ძელქვას (როგორც ჩანს, ტერჯოლის ტერიტორიაზე ძელქვა ფართოდ ყოფილა გავრცელებული, ამის დამამტკიცებელია დრემდე შემონახული კორომები), წყავს, ბზას, ლიანებს, ტირიფს,მურყას.


  სოფელ გოგნში გავრცელებულია ხის უნიკალური ჯიში უთხოვარი.
თერჯოლა საინტერესოა ეკოტურიზმიტ დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის, რადგან აქ არის ჯერ კიდევ ხელუხლებელი ხის მასივები.
 თერჯოლის ტყეებში ბინადრობს: მგელი, კავკასიური კვერნა, მაჩვი ტურა, მელა კურდღელი, ტყის თაგვი, დედოფალა, იშვიათად წავი.


                                     შიგა წყლები:



თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდინარეთა ხშირი ქსელია. მთავარი მდინარეა ყვირილა, რომელიც იმერეთის დაბლობს კვეთს აღმოსავლეთიდან დასავლეთით. მისი ყველაზე დიდი შენაკადია, მარჯვნიდან -ჩოლაბური. ჩოლაბურს მარჯვნიდან უერთდება წყალუხვი მდინარე ძერულა. სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია: ბუჯა, მაძარულა, ძუსა, ვარხმელა, ხმორდოლი, ჩხარა, ჩრდილო ჩხარა, ხაუჩა, ქვერუნა, ჭიშურა, წყალწითელა.

მდ. ძუსა:
მდ. ძევრულა-ზე აგებულია ჰესი.

No comments:

Post a Comment