Sunday, November 10, 2013

ტურიზმი

                                                              სკანდის ციხე
 სკანდის ციხე თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მდებაარე ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული მნიშვნელობის მქონე არქიტექტურული კომპლექსია, რომელიც სოფელ სკანდის ჩრდილოეთით, მდებარეობს.იგი გვიან ანტიკური ხანის თავდაცვითი ძეგლია.სკანდის ციხის შესახებ უძველესი წერილობიტი ცნობა ეკუთვნის ახალი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოსს პროკოფი კესარიელს.  

სკანდის ციხე ააგო  ეგრისის სამეფო ხელისუფლებამ მნიშვნელოვან გზაგასაყარზე, რომელიც აღმოსავლეთ   საქართტველოს ქვემო იმერეთთან და  შავიზღვისპირეთთან  აკავშირებდა.ციხის ქვის კედლების სტრუქტურა რომაული და  და ბიზანტიური არქიტექტურის გავლენას განიცდის და გამოირჩევა თავისებური ხუროტმოძღვრული   ფორმებთ.                                                                                                                 540-562 წლებში  ციხე ეკავათ ირანელებს.     15-საუკუნიდან ის სამეფო ციხე-დარბაზად მოიხსენიება.                                                                                                                                                                                                  1650-52 წლებში  იმერეთის სამეფოში მყოფი ელჩების, ტოლოჩანოვისა და იევლევის ცნობებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ სკანდის ციხე შემოსაზღვრული იყო 20 მეტის სიმაღლის ოთკუთხა გალავნით, კედლების საერთო სისქე 600 მ. აღწევდა.                                                                                                

               მე-18  საუკუნეშიც სკანდის ციხე იმერეთის სამეფოს მნიშვნელოვანი სიმაგრე იყო. შემდგომ ხაანებში მან დააკარგა ადრინდელი მნიშვნელობა.ციხის ნანგრევებს 7000 კ.ვ მ. ფართობი  უკავია. დღეისათვის შედარებით კარგადაა  შემორჩენილი ცენტრალური ნაგებობა, აღმოსავლეთი კედელი და ეკლესიის ფრაგმენტები.ჩვენს დრომდე მოაღწია ასევე გვირაბის ნაშთმა.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                    საკაჟიას მღვიმე                                                                                საკაჟია, კარსტრული მღვიმე სოფელ გოგნის  მიდამოებში, მდინარე წყალწიტელის ხეობის მარცხენა კალთაზე, 150 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. არ არის სტალაქტიტური ნაღვენთები, მშრალია. წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს. მღვიმის ჯამური სიგრძე 35 მ, სიღრმე 20 მ, აიგანე 6 მ, სიმაღლე 4 მ, აღმოაჩინეს 1914 წელს.                                                                                                                 ნავენახევის მღვიმე                                                                                   
ნავენახევის მღვიმე – კარსტული მღვიმე თერჯოლის მუნიციპალიტეტის  სოფელ ნავენახევის ტერიტორიაზე,ზღვის დონიდან 235 მ. გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში. შესასვლელი (სიმაღლე — 0,6 მ,სიგანე 2მ) ძაბრისებრი ქვაბულის ფსკერზე იხსნება. ორსართულიანია, მეორე სართულზე ვრცელი დარბაზია, რომლის სიმაღლე 15 მ-ია. თანამედროვე ეტაპზე მღვიმის წინა ნაწილში შეინიშნება დროებითი ღვარების ძლიერი გავლენა. ჯამური სიგრძე 200 მ-ს აღწევს. გვხვდება ნგრევის უხვი მასალა, თიხის ნაფენები, განშტოებაში კარგად არის შემონახული ნაწვეთ-ნაღვენთი წარმონაქმნები. მღვიმე კეთილმოწყობილია                                      
                                                                                          მღვიმის  ტემპერატურა მუდმივად 14 ცელსიუს გრადუსია. მღვიმის წყალი შეიცავს კალცს, მარილს.სტალაგნატების რაოდენობა მღვიმეში 120 -ია რაც ბევრად აღემატება სათაფლიასა და ახალი ათონის მღვიმეში არსებულ სტალაგნიტთა რიცხვს.
მღვიმეში ასევე გვხვდება მუსიკალური, სტალაქტიდები მეოთხე დარბაზში გვხვდება გარკვეული ფორმის მქონე ფიგურები.მისი არსებობის ისტორია 27  მლ. წელს ითვლის.
                                                                           

                                                                             
                                                             ქადაგიძის რაფი
ქადაგიძის რაფი  მდინარე  ძუსაზე არსებული ჩანჩქერის სახელწოდებაა.მისი ვარდნის სიმაღლე 4მეტრია.
                                                                         
                                                     ზაფხულსში როცა წყალი საგრძნობლად იკლებს, აქ ჩანს გამოქვაბული, რომლის სიგრძე25 მეტრს აღწევს.
                  
                             ამ ხეობაასჰი კიდევ ერთ ფაუნისტურ საოცრებას ვაწყდებით, აქ დინოზავრის 7 მკკაფიოდ გამოსახული ნაფეხურია  შემორჩენილი.

                                                                           

 

შავწყალას  მღვიმე
ეს მღვიმე  (მდებარეობს სოფე ძევრში ) ცნობელია სტალაქიდებისა  და სტალაგმიტები სილამაზით, მდინარე სავჭყალას სიღრმე მღვიმეში 8 მეტრს აღწევს. მღვიმე 2 მეტრის მანძილზეა გამოკვლეული, მღვიმიდან გასასვლელი წყლითაა ამოვსეული. მღვიმე ამ დროისათვის ნაწილობრივადაა  შესწავლილი ოფელ სიმონეთსი მრავლადაა სხვადასხავ სახის სამკურნალო წყალი. აღნიშნული წყალი  რეკომენდებულია შემდეგი დაავადებების სამკურნალდ, კერძოდ:  აქ საყრდენ-მამოძრავებელ ორგანთა დაავადებების, პერიფერიული ნევრული სისტემის, ცენტრელური ნევრული სისტემის ფუნქციური დაავადებების განკურნება ხდება. სიმონეთის აბანოებში წყლის ტემპერატურა 46 აღწევს

 სიმონეთში ამოედინება მინერალური წყალი, რომელიც თავისი სამკურნალო აბანოებისაგან, ეს უკანასკნელი სამკურნალო სასმელი წყალია, იგი კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, ნაღველის ბუშტის დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენება და  არანაკლებ მნიშვნელოვანია საირმის და ბორჯომის წყლებზე.
                                                                                 

No comments:

Post a Comment