ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, რომელიც შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ირჩევენ პირდაპირი, საყოვლთაო, თანასწორი, საარჩევნო უფლებების საფუძველზე 4 წლის ვადით.
აღმასრულებელი ორგანო გამგეობა:
ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელი ორგანო გამგეობა , რომელიც აღასრულებს საკრებულოს გადაწყვეტილებებს.
გამგეობის
საქმიანობას უძღვება გამგებელი. გამგებელი არის ადგილობრივი
თვითმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო
სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, კონკურსის წესით.
გამგებელი
განსაზღვრავს გამგეობის საქმიანობის მიმართულებებს, კოორდინაციასა და
ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებს და ტერიტორიული
ორგანოების საქმიანობას.
გამგებელი ყოველწლიურად ამზადებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს.
გამგებელი ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე.
გამგებლის
არყოფნის, მის მიერ უფლკებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის
შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომის შემთხვევაში გამგებლის
მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. მისი არყოფნის შემთხვევაში
-მოადგილე, ხოლო მოადგილის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე
წარმომადგენლობითი ორგანო საკრებულო
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება:
ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს თერჯოლის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას, სტრუქტურას, სტრუქტურული
ერთეულებისა და თანამდებობის პირების უფლება-მოვალეობებს, მუშაობის
ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს.
საკრებულოს თავმჯდომარე:
თვითმართველობის ერთეულისა და საკრებულოს ხელმძღვანელია საკრებულოს თავმჯდომარე, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემდგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.
საკრებულოს ტავმჯდომარის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედს.
No comments:
Post a Comment