Sunday, November 10, 2013

სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობის დარგებიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პრიორიტეტულია და შესაბამისად კარგადაა განვითარებული  მემცენარეობა, მევენახეობა და მეცხოველეობა. ყოველწლიურად ამ დარგებში  საშუალოდ 36მლნ ლარის პროდუქცია იწარმოება. ამ თანხიდან მემცენარეობა მოდის 12 მლნ ლარი, მეცხოველეობაზე 17მლნ, ხოლო მევენახეობაზე 7მლნ ლარი.

                                                     მევენახეობა-მეღვინეობა
თერჯოლის მუნიციპალიტეტში მევენახეობა სოფლის მეურნეობის წამყვან დარგს წარმოადგენს. თერჯოლის ღვინოები რომელიც, მზადდება მთის ფერდობებზე და დაქანებებზე გაშენებული ვაზების ყურზნისაგან, მეტადრე თეთრი თვინოები, გამოირჩევიან მარალი ხარისხით. ძირითადად ეს ღვინოები ზომიერი სიმაგრისაა, ხასიათდებიან სინაზით, სისრულით, თავისებური არომატით ახალგაზრდობაში და კარგად განვითარებული ბუკეტით სიძველეში. თერჯოლაში არსებული ვაზის ჯიშები თავიანთი მორფოლოგიური  ნიშანთვისებებით საკმაოდ განსხვავდებიან კახური ვაზის ჯიშებისაგან.
თერჯოლაში  ფართოდაა გავრცელებული ყურზნის ჯიშები: ცოლიკაური, ციცქა, დონდღლაბი, ძელშავი, მაჩანოური, საფერავი, ქვიშხური, ალიგოტე, ოცხანური, პინო შავი, კრახუნა, თეთრი კაპისტონი, რქაწითელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და განაკუთრებებით მდ. ძუსის ხეობაში მოყვანილი ციცქას ჯიშის ყურძენი საუკუთესო მასალაა შამპანიურის რვინოების წარმოებისათვის.
თერჯოლაში მდებარეობს ღვინის მწარმოებელი კომპანია ,,მეღვინეობა ხარება", რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ღვინოებს.

თერჯოლაში შექმნილია ამხანაგობა,,აჯამეთი 2008" რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით და ეწევა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეღავათიან ფასებში მომსახურებას. მუნიციპალიტეტში განვითარებულია მეფუტკრეობა,მებოსტნეობა და მეფრინველეობა.
თერჯოლის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში არსებობს ,,ნორჩ მეფუტკრეთა კლუბი", სადაც ამ სფეროში ცოდნის გაღრმავების მსურველებს შეუძლიათ გაიგონ ყველაფერი მეფუტკრეობის შესახებ და გაიარონ პრაქტიკები.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ძირითადად ითესება სიმინდის ადგილობრივი ჯიში, აჯამეთის თეთრი. მუნიციპალიტეტის კლიმატურ პირობებს მორგებული ეს ჯიში  უხვმოსავლიანია. თერჯოლის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, აჯამეთისა და წყალწითელას ტერიტორიაზე, სადაც ძირითადად  ზემოთ აღნიშნული ჯიშის სიმინდი ითესება, ხშირად ერთ ჰა.-ზე მიღებული  მოსავალი  7-8 ტონას არემატება.

2 comments:

  1. გამარჯობათ.რამე ვაკანსია თუარის თქვენთან ღამის სმენა

    ReplyDelete
  2. გამარჯობათ.რამე ვაკანსია თუარის თქვენთან ღამის სმენა

    ReplyDelete