თერჯოლა - მდიდარი ისტორიული წარსულის მქონე რაიონი. დღევანდელი თერჯოლის რაიონის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან მომდინარეობს მოსახლეობის ცხოვრება.
ამის
ნათელი
დასტურია
მრავლისმომცველი
არქეოლოგიური
და
ეთნოგრაფიული
მასალა,
ხუროთმოძღვრული
ძეგლები,
წერილობითი
წყაროები.
ძველ ისტორიულ საბუთებში ამ ქალაქის სახელი სხვადასხვა
ფორმით გვხვდება: თეთჟოლა, თერჟოლა, თეჯოლა. მათი ამოსავალი ანუ პირველადი, საწყისი
ფორმა არის თეთრჟოლა, რაც ,,თეთრ ბჟოლას“(თუთას) ნიშნავს.
სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ,,თუთა“
სხვათა ენაა, ქართულად ჟოლი ჰქვია. ქართულში,,ჟ“-ს წინ ,,ბ“ ბგერაგანვითარდა
და მივიღეთ ,,ბჟოლა“. ასეეც ეძახიან ხოლმე თუთას დღესაც დასავლეთ საქართველოში.
ამრიგად, თერჯოლის სახელწოდებას შემოუნახავს მცენარის
სახელის ადრინდელი ფორმა.
რაც შეეხება სიძველეებს, სოფელ გოდოგანში, ,,საკაჟიას“ გამოქვაბულში, აღმოჩენილია პალეოლითის
დროინდელი იარაღები, ხოლო სოფელ ძევრში კი,
,,საგვარჯილეს“ გამოქვაბულში ქვის ხანის ადამიანთა ცხოვრების დამადასტურებელი
ნივთები. მიკვლეული მასალებითა და საისტორიო
წყაროებით ნათელი ხდება, რომ აბორიგენი მოსახლეობააქ უძველესი დროიდაბვე მისდევდამესაქონლეობას,
მიწათმოქმედებას, მებაღეობას, მევენახეობას. ანტიკური პერიოდისათვის საკმაოდ დაწინაურებული
ჩანს ვაჭრობა-ხელოსნობა, რომლის ცენტრებსაც წარმოადგენდნენ ძველი ქალაქები: ციხურა,
ძევრი, ჩხარი, უფრო მოგვიანებით ჩიხორი.
საქართველოს ისტორიაში კარგადა არის ცნობილი VI საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი
- სკანდის ციხე, რომელიც მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა დასავლეთისა
და აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე. აქვე ძევრ-სკანდეზე გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზა,
რომლის სავაჭრო და ადმინისტრაციული ცენტრი გახლდათ ჩხარი.
XIII-XIV საუკუნეების
თათარ-მონღოლთა და თემურ-ლენგის სისხლიანმა თავდასხმებმა ძნელბედობის ხანა მოუტანა
ჩვენს სამშბლოს. ეს შეეხო ასევე სკანდეს, ქალაქებს: ჩხარსა და ჩიხორს, მაგრამ როგორც
კი გარეშე მტერთა შემოსევები შეწყდებოდა, იმერეთის ეს მხარე კვლავ ფეხზე დგებოდა.
ოსმალთა მძლავრების პერიოდში ,,ჩხარის მხარეს" მოდიოდა და სახლდებოდა სამხრეთ საქართველოდან ლტოლვილი მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც თან მოჰქონდა მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები და აფარებდნენ დნენ აქაურ ეკლესია-მოსატრებს. ამ ფაქტზე მოგვითხრობს ვახუშხტი ბატონიშვილი ,,ქართლის ცხოვრებაში"
XVI-XVII საუკუნეებში მტერთა თარეშმა მოსახლეობა რიცხვი კატასტროფულად შეამცირა. ფრანგი მოგზაურის, ჟან შარდენის, ცნობით XVIIIსაუკუნეში ჩხარში 59 კომლი იყო. მაგრამ ისტორიის ძნელბედობამ ვერ გატეხა ჩხარელი კაცი. როგორც კი ქვეყანა ვითარება დალაგდა, ხალხმა შვებით ამოისუნთქა, ისვ გაიღო დახურული სავაჭრო გზები, ახმაურდა ქუჩები, გაშენდა ვაზი, ხილი და ომახიანად გაისმა მარად უკვდავი ,,მრავალჟამიერი".
1866 წლის აღწერით ჩხარში 620 მცხოვრებია.
1930 წელს შეიქმნა ჩხარის რაიონი მისთვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტით. ჩხარმა, ისევე როგორც მთელმა საქართველომ, საკუთარ თავზე იწვნია 1924 წლისა და 1937 წლის რეპრესიები. თავისი წილი გაიღო ჩხარის რაიონმა მე-2 მსოფლიო ომში.
სოფლად კოლექტივიზაციის დამკვიდრების სემდეგ, ჩხარი გადაიქცა სოფლის ემურნეობისა და მრავალდარგოვანი კვების მრეწველობის რაიონად. ასე გავიდა ცხოვრების ფართო გზაზე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ისტორიული კუთხე _ ჩხარი, რომლის ცენტრი 1951 წლის ივნისის თვეში თერჯოლაში გადმოიტანეს, და აქედან მოყოლებული მას თერჯოლის რაიონი ეწოდება.
მას შემდეგ რაც რაიონული ცენტრი გახდა, თერჯოლამ კიდევ უფრო ფართო ასპარეზზე გავიდა. აშენდაჩაის ფაბრიკა, საკონსერვო ქარხანა, შამპანიურის, ღვინების ქარხანა, ფოსტა, ტელეგრაფი, სამუსიკო სკოლა, საშალო სკოლის მეორე ტიპიური შენობა, მე3 საბავშვო ბაგა ბაღი, რაიონული საავადმყოფოს ოთხსართულიანი შენობა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები , ქალაქი პროფილაქტორიუმი -,,საპოვნელა",
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე. 1977 წელს თერჯოლაში შემოყვანილ იქნა ბუნებრიი გაზი. 1983 წელს თერჯოლა ქალაქად ჩამოყალიბდა.
მრავალდარგოვანი თერჯოლის სოფლის მეურნეობა. აქ იღებენ ყურძნის, ბოსტნეულის, მარცვლეულის, ჩაის უხვ მოსავალს. თერჯოლაში ხარობს ტიპიური სუბტროპიკული კულტურები: მანდარინი ფორთოხალი, ლიმონი, კონტინენტური ჰავის ბინადარი ბევრი კულტურა.
თერჯოლელი გლეხები ყოველთვის აფასებდნენ და დიდი სიყვარულიტ უვლიდნენ ვაზის ჯიშებს: ციცქას, ცოლიკაურს, კრახუნას, ოცხანურს, საფერავს, საფერეს, პინოს.
რაიონის საწარმო უშვებდა პროდუქციის ისეთ მნიშვნელოვან სახეობებს როგორიცაა ღვინის მასალა, სამშენებლო აგური, ეკლარის ქვის მოსაპირკეთებელი ფილები, იატაკის ფილები, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ინვენტარი, ბროლის ანწარმი, ინვერტული მასალები, შავი ბაიხის ჩაი, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები, თეჯოლის მოსწავლე- ახალგაზრდობისა და ესთეტიკური აღზრდის მძლავრ კერებს წარმოადგენდნენ საქართველოს სახელმწიფო გალერეის თერჯოლის ფილიალი და მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი.
აქ დაიბადა დიდი ქართველი მწერალი დავით კლდიაშვილი და გრიგოლ რობაქიძე, სახალხო არტისტი მედეა ამირანაშვილი, აკადემიკოსები: შალვა ამირანაშვილი, ზურაბ რობაქიძე, ბიძინა და შოთა ლუტიძეები და სხვა.

No comments:
Post a Comment