სოფელ სიმონეთში მრავლადაა ხვადასხვა სახის სამკურნალო წყალი. აღნიშნული წყლები გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნაალოდ,კერძოდ:აქ საყრდენ-მამოძრავებელ ორგანოთა დაავადებების, პერიფერიული ნერვული სისტმის,ფუნქრი დაავადებების განკურნება ხდება.
Monday, November 11, 2013
თერჯოლის სკოლისგარეშე საგანმანათლებლო მუნიციპალური ცენტრები
სახლ_მუზეუმები
ქართველი მწერლისა და დრამატურგის დავით კლდიაშვილისა(1862-1931 წწ.) და მის ვაჟის, მწერლის სერგო კლდიაშვილის (1893-1986 წწ.) სახლ-მუზეუმში დაცულია მამა-შვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ავეჯი, ხელნაწერები, სამოსი, ჭურჭელი,სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, ფოტო და დოკუმენტური მასალა.
Sunday, November 10, 2013
ტურიზმი
სკანდის ციხე
სკანდის ციხე თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებაარე ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული მნიშვნელობის მქონე არქიტექტურული კომპლექსია, რომელიც სოფელ სკანდის ჩრდილოეთით, მდებარეობს.იგი გვიან ანტიკური ხანის თავდაცვითი ძეგლია.სკანდის ციხის შესახებ უძველესი წერილობიტი ცნობა ეკუთვნის ახალი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოსს პროკოფი კესარიელს.
სკანდის ციხე თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებაარე ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული მნიშვნელობის მქონე არქიტექტურული კომპლექსია, რომელიც სოფელ სკანდის ჩრდილოეთით, მდებარეობს.იგი გვიან ანტიკური ხანის თავდაცვითი ძეგლია.სკანდის ციხის შესახებ უძველესი წერილობიტი ცნობა ეკუთვნის ახალი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოსს პროკოფი კესარიელს.
ფლორა, ფაუნა და შიგა წყლები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ფლორის მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მცენარეული საფარი თერჯოლაში კოლხური ტიპისაა. ტყეები სემორჩენილია უმტავრესად ოკრიბა-არგვეთის ქედზე. უტყო და დაუმუშავებელი ადგილები არგვეთის ქედის კალთებზე უკავია მდელოს, რომელიც სათიბ-საძოვრადაა გამოყენებული. აქ ვხვდებით მცენარეთა იმ სახეობებს, რომლებიც ტერჯოლაში არსებული კლიმატური პირობების მსგავს გარემოში იზრდებიან: მუხას, წიფელს, ცაცხვს, კავასიურ ძელქვას (როგორც ჩანს, ტერჯოლის ტერიტორიაზე ძელქვა ფართოდ ყოფილა გავრცელებული, ამის დამამტკიცებელია დრემდე შემონახული კორომები), წყავს, ბზას, ლიანებს, ტირიფს,მურყას.
სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობის დარგებიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პრიორიტეტულია და შესაბამისად კარგადაა განვითარებული მემცენარეობა, მევენახეობა და მეცხოველეობა. ყოველწლიურად ამ დარგებში საშუალოდ 36მლნ ლარის პროდუქცია იწარმოება. ამ თანხიდან მემცენარეობა მოდის 12 მლნ ლარი, მეცხოველეობაზე 17მლნ, ხოლო მევენახეობაზე 7მლნ ლარი.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები (საკრებულო, გამგეობა)
ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, რომელიც შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ირჩევენ პირდაპირი, საყოვლთაო, თანასწორი, საარჩევნო უფლებების საფუძველზე 4 წლის ვადით.
Saturday, November 9, 2013
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული მდებარეობა
თერჯოლის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთ ნაწილში,ზღვის დონიდან 110-400მ.-ზე მდებარეობს. მისი ფართობი 356,24 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. (მ.შ. სახნავ-სათესი 21 503 ჰა, მრავალწლიანი ნარგავები 4571 ჰა, ტყის მასივი 10 000 ჰა, საძოვრები 8726ჰა.)
Friday, November 8, 2013
Subscribe to:
Posts (Atom)